თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

ხანძარი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გამთენიისას გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის კერა საცხოვრებელ სახლში იყო. მიზეზად დაზიანებული ელექტროგაყვანილობა სახელდება. შემთხვევის ადგილზე ექსვი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

დაზარალებული ოჯახი რაიონის გამგეობამ დროებით საცხოვებელში გადაიყვანა.

ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.