თბილისში ძლიერი ხანძარია

თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საწყობებია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge- ს განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.