თბილისში ე.წ. "არაშენდას" საცხორებელ კორპუსში გაზი აფეთქდა

თბილისში, თემქის დასახლებაში ე.წ. არაშენდას საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა. შემთხვევის დროს ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, დაშავებულები არ არიან. 

დაზიანებას გადაურჩა მიმდებარე ბინებიც. 

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.