თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ცნობით, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „300 არაგველი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, აწყურის, წინანდლის, ვაჟა ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, ხახანაშვილის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის, ტირიფების, მუხის და თუთის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების და საქსოფმშენის დასახლების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ბარამიძის, სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.