თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ცნობით, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ბაბუციძის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.