თბილისში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა - არიან დაშავებულები

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის არასრულწლოვანიც არის.

ინფორმაცია report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით სტაციონარში გადაიყვანეს. არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, დანარჩენებს, ქვედა კიდურების მოტეხილობები.