თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის სააბაზანოს იატაკი ჩაინგრა. 

შემთხვევის დროს ბინის ასაკოვანი მეპატრონე სახლში იმყოფებოდა. მაცხოვრებლების თქმით საცხოვრებელი ძველი და ავარიულია. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა