თბილისში, გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება არ მოჰყოლია.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.