თბილისში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვარკეთილის რაიონში ხანძარი იყო. 

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გაჩნდა, რის შედეგადაც საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.