თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარია

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია.

აგლაძისა და გუდაუთის ქუჩის კვეთაზე ცეცხლი სამშენებლო მასალების მაღაზიას უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველების 14 ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.