თბილისში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თემქის დასახლებაში საცხოვრებელ სახლს  ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს ხანძრის შედეგად დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

მათივე ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.