თბილისში ხე რამდენიმე ავტომობილს დაეცა

თბილისში, თემქაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. წაქცეული ხე ავტოსადგომზე გაჩერებულ ოთხ ავტომობილს დაეცა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს ადგილზე მეხანძრე- მაშველები მუშაობდნენ და მიმდებარე ტერიტორია წაქცეული ხისგან უკვე გაათავისუფლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.