თბილისში ხვალიდან ახალი ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდება

თბილისში 15 მარტიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდება. 

N339 ავტობუსი გლდანის რაიონში იმოძრავებს და მგზავრებს  შემდეგი წრიული მიმართულებით მოემსახურება: მ/ს „ახმეტელის თეატრი“, ო. ხიზანიშვილის ქუჩა (II-IV-VI-VIII მკ/რ-ის გავლით), ი. ვეკუას ქუჩა (VII-V-III-I მკ/რ-ის გავლით), მ/ს „ახმეტელის თეატრი“. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

N339 მარშრუტზე 8-წუთიანი ინტერვალით, 3 ერთეული, 12-მეტრიანი BMჩ მარკის ავტობუსი გადაადგილდება.