თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის ორსული გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 

როგორც report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 

მათივე ცნობით, ახალშობილი კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებული 11 ორსული გარდაიცვალა.