თბილისში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის, სპორტსმენი ბიჭი გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის კლინიკაში კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს.

ახალგაზრდა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მის გადარჩენა ვერ მოხერხდა.