თბილისში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა. 

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით,  კორონავირუსს ციციშვილის კლინიკაში 1 თვის ჩვილი ემსხვერპლა

საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.