თბილისში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238-ს შეადგენს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობისა დმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 23-დან თბილისში 9 პაციენტია გარდაცვლილი. 

აჭარაში - 8, იმერეთში - 2, შიდა ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 238 პაციენტი.