თბილისში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. 

ამის შესახებ report.ge საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცნობისთვის, ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში გაჩნდა.

ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია.