თბილისში კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე კაფეში ხანძარია. 

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 6 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში Report.ge-ს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ტარდება ცეცხლის ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოები.