თბილისში კურიერებმა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს

მიტანის სერვისის კურიერებმა სოლიდარობის მსვლელობა გამართეს.

კურიერებმა ამ ფორმით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დიდი ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს.

ნამახვანჰესის  მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერი აქცია ასევე იმართება მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. 

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა რიონის ხეობაში მოსახლეობა  დიდი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.