თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია-გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევა 

დედაქალაქის ზოგიერთ უბანში ჰაერში დამაბინძურებლები ნივთიერებების კონცენტრაციები დასაშვებ ნორმას აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია წერეთლის, ალექსიძის, ყაზბეგის ქუჩებზე.

გარდა ამისა, დამაბინძურებლების ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა ქალაქ რუსთავშიც. ჰაერი დაშვებულ ნორმას არ შეესაბამება ქუთაისშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტო პერიოდულად ახორციელებს ჰაერის მონიტორინგს.