თბილისში ლიეტუვას საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვი გააბეს

ბელარუსიისა და ლიტვის დიასპორების ორგანიზებით დღეს აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

თბილისში, ლიეტუვას საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვი გააბეს.

აქციას მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ესწრებოდნენ. მათი აზრით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო განცხადებები გააკეთოს ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად, ლუკაშენკოს მმართველობის წინააღმდეგ.