თბილისში მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ნავთლუღის ქუჩაზე, მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. ის კორპუსის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში საპატრულომ პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.