თბილისში, მდინარე მტკვარზე ნავი აფეთქდა

თბილისში, მდინარე მტკვარზე ნავი დაიწვა. როგორც გამვლელები ჰყვებიან მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ნავი აალდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლი ჩააქრეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. 

მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.