თბილისში მოძრაობა 3 დღით შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. 

უწყების ცნობთ, სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. 

ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს ბოდიშს უხდის გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის.