თბილისში მოქმედ 13 კვებით ობიექტში, სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  13 კვებით ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩინა. უწყების ინფორმაციით შემოწმდა დედაქალაქში მოქმედი 57 კვებითი ობიექტი.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ.

13 ობიექტს, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.