თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ინცინდენტის შედეგად ერთი პირი დაშავდა. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს დაეჯახა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.