თბილისში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა

თბილისში, დიდ დიღომში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა.

report.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა. 

20 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.