თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები დილიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ და მოედანზე შეიკრიბნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში კარვების გაშლასა და პროტესტის განვითარებას გეგმავენ.