თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ნაგვის ურნებს ეკიდა, რის შემდეგაც, იქვე მდგომ მსუბუქ ავტომობილზე გადავიდა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.