თბილისში Pfizer-ის ვაქცინაზე ჯავშნის ყველა გრაფა შეივსო

ვაქცინიის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე, თბილისისთვის განკუთვნილი Pfizer-ის ჯავშნის ყველა გრაფა შევსებულია. სპეციალურ საიტზე ჩანს, რომ თავისუფალი ადგილები ქუთაისსა და აჭარაშია დარჩენილი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ფაიზერით აცრის რიგში 9000 ადამიანია.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.