თბილისში პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

თბილისში, ადგილობრივი პროპორციული არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით მმართველი პარტია "ქართული ოცნება" 40.93%-ით ლიდერობს. ამ დროისთვის 769 უბნიდან დათვლილია 309 უბანი. პირველადი შედეგები ასე გადანაწილდა:

 ~ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.93%

~ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  - 28.14%

~ "გახარია - საქართველოსთვის" - 8.65%

~ "ლელო" - 3.49%

~ "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3.12%

~ "ანა დოლიძე - ხალხისთვის" - 2.5%

~ ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 2.34%

~ ელენე ხოშტარია - დროა - 2.09%

~ სხვა პარტიები - 10%