თბილისში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი უძირო ყუთით მიმდინარეობდა

თბილისის მე-19 საარჩევნო უბანზე  40 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი უძირო ყუთით მიმდინარეობდა, რაც "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

ოპოზიციური პარტიის წამომადგენლები აღნიშნული ოლქის ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, იქ მანიპულაციების საშიშროება არსებობს.

"უიშვიათეს ფენომენთან გვაქვს საქმე, 40 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა უძირო ყუთით, ასეთი რამ წარმოუდგენელია, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ. რომ არა ჩვენი წარმომადგენლების გულადობა, ისინი კვლავ გააგრძელებდნენ ასე მუშაობას. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის ბათილად გამოცხადებას, რადგან არის საშიშროება, რომ აქ მანიპულაციებს აქვს ადგილი", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა.