თბილისში, საბურთალოს რაიონის მაცხოვრებლებს წყალი შეუწყდება

თბილისში, საბურთალოს რაიონს წყალმომარაგება ავარიული შემთხვევის გამო შეუწყდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, მარშალ გელოვანის ქუჩა N6-თან წყალმომარაგების მილის ავარიულად დაზიანების გამო 17:00 საათიდან 10 იანვრის დილის 08:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ართულებს მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობა, რის გამოც განათხარის მოსაწყობად სამუშაოები ხელით სრულდება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.