თბილისში სახლი იწვის

თბილისში, ცინცაძის ქუჩის 3 ნომერში, ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.