თბილისში სახლს ცეცხლი უკიდია

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს. როგორც ისინი ამბობენ, სახლიდან გამოსვლა ყველამ მოასწრო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შვიდი ეკიპაჟი მუშაობს.