თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია

თბილისში, სამგორის რაიონში დემონტაჟისთვის გამზადებული ვაგონი იწვის. ვაგონი საწვავის გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.