თბილისში სამგზავრო ბარათების გაყიდვა შეაჩერეს

თბილისის სამგზავრო ბარათების გაყიდვა დღეს დილიდან დროებით შეჩერდა. ამის შესახებ მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ბარათის პირვანდელ ვერსიაში სიტყვა საბაგირო შეცდომით, არასწორად ეწერა, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ბარათების გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაყიდვების შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ბარათის მწარმოებელი "საქართველოს ბანკი" უახლოეს პერიოდში გაავრცელებს. 

თბლისის მერიის ინფორმაციით ბარათის გაყიდვა ხვალიდან, 10 იანვრიდან გაგრძელდება.