თბილისში, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი იყო

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. 

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. 

დამწვარია დაახლოებით 150 კვადრატული ფართი. ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო ეკიპაჟი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.