თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის აივანზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც report.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.