თბილისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, ვაზისუბრინს რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. 

პირველადი ინფორმაციით, კვაჭანტირაძის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

აფეთქების შედეგად ჩამონგრეულმა კედელმა დააზიანა კორპუსთან მდგარი ავტომობილები. 

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი სრულად ევაკუირებულია და 4 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. 

Report.ge დამატებითი დეტალების გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.