თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში,  მუხიანში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, მუხიანის მე-10 კორპუსში, ცეცხლი ეკიდა საოჯახო ნივთებს 15 კვადრატზე. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა, ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა.