თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარედ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან ხანძარია. 

Report.ge-ს თვითმხილველმა შეატყობინა, რომ ცეცხლი ორსართულიან სახლს უკიდია. 

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია ჩართული.