თბილისში საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. 

მოსახლეობამ მერიას დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათივე თქმით პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.

მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა გოგოლის ქუჩაზე მცხოვრებლები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.