თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

თბილისში ლოტკინის გორაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს ადგილზე მეხანძრე-მაშველების 5 ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

მათივე ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

განახლებახანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.