თბილისში შენობის გამაგრების დროს მუშას ჩამოშლილი აგურები დაეცა

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე შენობის გამაგრებითი სამუშაოებისას მუშა დაშავდა. ადგილობრივების განცხადებით, შენობიდან აგურები ჩამოიშალა და მამაკაცს დაეცა. 

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გოგოლის ქუჩაზე ამორტიზებული საცხოვრებელი შენობების გამაგრება მიმდინარეობს.