თბილისში შუახნის კაცს იარაღი გაუვარდა და დაიჭრა

ავლაბარში, გვიან ღამით ქსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს იარაღი გაუვარდა და დაიჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო.