თბილისში სიონის ტაძართან ავტომობილი პარკინგზე შევარდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი პარკინგზე შევარდა და ოთხი გაჩერებული ავტომანქანა დააზიანა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.