თბილისში ტრაილერი ხეს შეეჯახა

თბილისში, სანაპიროსთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.