თბილისში უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს

თბილისში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ელექტრო სკუტერით მოძრავი კაცი ამობრუნდა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

შემთხვევა ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შუა ხნის მამაკაცი "ვოლტის"კურიერმა შენიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული ირანის მოქალაქეა.